„იმ ქრისტიანს რა ვუთხარი, ბეილერტის “ღმერთების ნადიმი” და და ვინჩის ქრისტეს “უკანასკნელი სერობა” რომ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან“ - ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
„იმ ქრისტიანს და იმ ეპისკოპოსებს რა ვუთხარი, ბეილერტის “ღმერთების ნადიმი” და და ვინჩის ქრისტეს “უკანასკნელი სერობა” რომ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან. შეიძლება არ იცოდე ბეილერტის ნახატი, მაგრამ რომ დაგიდებენ, გასწავლიან, აგიხსნიან და მაინც ჯიოტობ, ესე იგი შლეგი ხარ, ხისთავიანი რეგვენი ხარ, ფსევდორელიგიური პანიკის და ბორგნეულობის პოზა გირჩევნია, ვიდრე მშვიდობა და ცივილიზაცია. ამ დროს ერთხელ მაინც თუ დაგიწერია და აღშფოთება გამოგითქვამს გელათის ვანდალურად განადგურებულ ფრესკებზე და მოზაიკებზე?! არა. ხოდა ენა ჩაიგდე და მოკეტე, ვითომ მორწმუნევ! რამე მაინც გაგეგებოდეს, თორემ კიბატონო, იყრანტალე“.