“გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს... არ ვიცი სად არის ჩემი შვილი, ცოცხალია, თუ არა“ - რა ხდება ცნობილი სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალის გატაცების თაობაზე?
კახეთში, სოფელ კაბალში 23 წლის ქალი გაიტაცეს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ, გატაცების ამსახველ ვიდეოკადრებს და ახალ დეტალებს ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ქალს, რომელიც ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, რამდენიმე კაცი მანქანაში ძალის გამოყენებით სვამს.
23 წლის გუნელ გასანოვას ამ დრომდე ეძებენ.
გატაცებულის ოჯახის წევრები გამომძიებლებს კითხვებზე რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
“არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, ცოცხალია თუ არა. რა მდგომარეობაშია... ჩემი შვილი მანქანას აპარკინგებდა, როდესაც ბიჭი მიუახლოვდა. ამბობენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა "მერსედესიც", სადაც ჩატენეს. გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს. მანქანას ოჯახმა მიაკვლია, რომელიც ცარიელი იდგა ერთ -ერთ ეზოში, ადგილობრივებმა არაფერი იციან. მთელი ღამე ვიკითხებოდით“, - აცხადებს გატაცებულის მამა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია კახეთში, სოფელ კაბალიდან, 23 წლის ქალის გატაცების შესახებ.