თეგებით ძიება

ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია - ბოკუჩავა

"ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია", - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა აკეთებს.

"ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა. ივანიშვილი ყოველთვის გაათვლას აკეთებდა გარკვეულ სახელისუფლებო რესურსზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება, თუმცა მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ამ არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება და სიტყვა აუცილებლად გაიმარჯვებს," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%. კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა