დანით შეიარაღებული კაცი დიდ ბრიტანეთში საბავშვო ბაღს თავს დაესხა - არის მსხვერპლი
დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა საბავშვო ბაღს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ბავშვი გარდაიცვალა და 8 დაიჭრა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
Sky news-ის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. დანაშაულის მოტივები უცნობია.
პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და მოუწოდა მოსახლეობას, რომ ინციდენტის ადგილს არ მიუახლოვდეს.