"მოვიწვიოთ ნოვაკ ჯოკოვიჩი და სიმბოლურად ჩავატაროთ ჩვენს სახელოვან ნიკოლოზ ბასილაშვილის სანახაობრივი მატჩი!“ - ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მოიწვიონ და ქართველ ჩოგბურთელთან ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად ითამაშოს, რასაც ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.
„ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება მოვიწვიოთ საქართველოში ნოვაკ ჯოკოვიჩი და სიმბოლურად ჩავატაროთ ჩვენს სახელოვან ნიკოლოზ ბასილაშვილის სანახაობრივი მატჩი!
ჩვენც მოგვეცემა ამ მაგარი ადამიანების შეხვედრის ნახვის საშუალება და თან არა მგონია საქართველოს გასაცნობად და პატრიარქთან შესახვედრად, დასალოცად მან უარი თქვას“, - წერს ზურა ხაჩიძე.