თეგებით ძიება

დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს „ოცნებიდან“ რომ მათი მხარდაჭერა 30%-საც ვერ აღწევს, მაგრამ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი - ანა ბუჩუკური

„ოცნების“ სიბინძურის აქტიური ტალღა, რომელსაც ჩვენი გუნდი ელოდება, ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ კვლევები არ არის საფუძველი იმისა, რომ ან დავმშვიდდეთ, ან მოვდუნდეთ, - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

„პარტიის შიდა კვლევებით ისედაც ვიცოდით, რომ მზარდი ორნიშნა მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ მორჩა, მოვიგეთ და ამით ყველაფერი დასრულებულია, პირიქით... „ოცნების“ სიბინძურის აქტიური ტალღა, რომელსაც ჩვენი გუნდი ელოდება, ჯერ კიდევ წინ არის და „ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რომ ამ არჩევნებში ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ამიტომ ეს კვლევები არ არის საფუძველი იმისა, რომ ან დავმშვიდდეთ, ან მოვდუნდეთ. ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს „ოცნებიდან“ რომ „ოცნების“ მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე და 30%-საც ვერ აღწევს, მაგრამ გვესმის, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

აიპრესი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა