არ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან - გიორგი ვაშაძე Edıson Research-ის კვლევაზე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე Edıson Research-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა:
„დადასტურებული ფაქტია უკვე რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება, იმარჯვებს ქართველი ხალხი და ოპოზიციაც იმარჯვებს ამ არჩევნებში. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოგვადუნოს ამ შედეგებმა, იმიტომ რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და ნომერ პირველი ამოცანა არის არცერთი ხმა 5%-ის ქვემოთ არ დაიკარგოს, რომ გარანტირებული იყოს გამარჯვება. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეფექტურია, უტყუარად მარცხდება ქართული ოცნება, უტყუარად იმარჯვებს ხალხის მხარდაჭერით ოპოზიცია", - ამბობს ვაშაძე.