თეგებით ძიება

"ინფორმაციას არ ვფლობთ" - განათლების მინისტრი შეკვეთილში "რუსული კლუბის" სემინარზე

"სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს" - ასე პასუხობს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი დეპუტატ თეონა აქუბარდიას ოფიციალურ წერილს შეკვეთილში, "რუსული კლუბის" მიერ გამართულ სემინართან დაკავშირებით. 

ოპოზიციონერი დეპუტატი წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც წერია, რომ აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და  სკოლების ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არავის არ მიუმართავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარმოდგენილი 2014 წლის 15 ივლისის თეão N4877/3 -2,24 წერილის (სამინისტროში რეგისტრაციის N859045. 15.07 2024) პასუხად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ამასთან, არცერთ ორგანიზაციას ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის არ მოუმართავს.

ამდენად, თქვენს კითხვებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ხართ, მიმართოთ შესაბამის უწყებებს", - წერია წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა