თეგებით ძიება

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის - IDFI

2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით.

„კვლევის ფარგლებში, IDFI-ს ინტერესს ასევე წარმოადგენდა მოწყობილი პარკირების ადგილების განაწილება თბილისის რაიონების მიხედვით. თუმცა, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის განმარტებით, მათ მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნიათ,“- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, 2024 წლის მდგომარეობით, თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 31%-ით ანუ 152 482 მანქანით გაიზარდა, ხოლო პარკირების ადგილი 11%-ით ანუ 3 175 ადგილით შემცირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა