თეგებით ძიება

„ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე“ -რას წერს სანდრო ბრეგაძე?

,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,შენს კაცობას და მართლმადიდებლობას ვენაცვალე ნოვარ ჯოკოვიჩ!!

— მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა – ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების შემდგომ , ოლიმპიადის ორგანიზატორებს დემონსტრაციულად მართლმადიდებელთა ჯვარი აჩვენა და ამითი გამოხატა პროტესტი იმ უზნეო-შეურაცხყოფის გამო რაც გახსნის ცერემონიალზე ქრისტიანობას მიაყენეს!!

— ჯოკოვიჩი არის ქრისტიანი , მართლმადიდებელი , ის არის ვაჟკაცი – განსხვავებით იმ შეშინებული ვითომ ქრისტიანებისგან,რომლებმაც დისკვალიფიკაციის შიშით ხმა ვერ ამოიღეს და გადაყლაპეს ეს უდიდესი შეურაცხყოფა !!!

P . S . ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე – უფლის სახელის გმობას მშვიდად რომ უცქერ , შემდეგ ღმერთის იმედი არ უნდა გქონდეს და ფარისევლური პირჯვარი ვეღარ უშველის!”

სანდრო ბრეგაძე სერბი ჩოგბურთელის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც, როგორც სააგენტოები წერენ, პირველ რაუნდში განარჯვების შემდეგ, კისერზე ჩამოკიდებული ჯვარი დემონსტრაციულად აწია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა