თეგებით ძიება

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში?

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 529 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სისტემის ამოქმედებიდან რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა მოქალაქეებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით მაინც აქვთ გარკვეული კითხვები, რომლებზეც პასუხების მიღება თავად საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას და მასზე საპენსიო სააგენტოს პასუხს:

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

რა საფუძვლით არის შესაძლებელი დაგროვებით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;

მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;

საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა