არავინ არ მოიგო ამ სისხლის ღვრის შედეგად, გარდა დასავლელი ომის ბარონებისა - ერდოღანი
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად არავინ მოიგო, გარდა დასავლელი ომის ბარონებისა.
მისი თქმით, თურქეთი მუშაობს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
„არავინ არ მოიგო ამ სისხლის ღვრის შედეგად, გარდა დასავლელმა სამხედრო ბარონებმა. ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს ცეცხლის გასაღვივებლად. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
ჩვენ ამას ვაკეთებდით პირველივე დღიდან. ჩვენ წინ აღვუდექით ამ ცეცხლის გავრცელებას შავ ზღვაზე დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით და ვმოქმედებდით სამართლიანად ჩვენს ორ მეზობელს შორის“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.