კახეთში გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს. ამ წუთებში ის პოლიციის შენობაში იმყოფება. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კახეთში, სოფელ კაბალში 23 წლის გგო დღეს გაიტაცეს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალს, რომელიც ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, რამდენიმე კაცი მანქანაში ძალის გამოყენებით სვამს.
გოგოს ოჯახი ამბობდა, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.
“არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, ცოცხალია თუ არა. რა მდგომარეობაშია... ჩემი შვილი მანქანას აპარკინგებდა, როდესაც ბიჭი მიუახლოვდა. ამბობენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა "მერსედესიც", სადაც ჩატენეს. გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს. მანქანას ოჯახმა მიაკვლია, რომელიც ცარიელი იდგა ერთ -ერთ ეზოში, ადგილობრივებმა არაფერი იციან. მთელი ღამე ვიკითხებოდით“, - აცხადებდა გატაცებულის მამა.