ვოლსკი: სააკაშვილის სახელი, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდაპოლიტიკურ რეალობაში ყველას დავიწყებული აქვს
გიორგი ვოლსკიმ არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება შეაფასა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ეს მოწოდება ახალი არ არის.
„სააკაშვილის სახელი საერთოდ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდაპოლიტიკურ რეალობაში ყველას დავიწყებული აქვს, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს იმას, რასაც სულ ლაპარაკობდა - რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს. ის, რომ აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს ახალი არ არის. სააკაშვილის კუდში მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც უკვე დიდი ხნის წინად გადაასწრეს ამ რადიკალიზმში მიხეილ სააკაშვილს“, - მიიჩნევს ვოლსკი.
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.