თეგებით ძიება

TikTok-მა სიმღერების ამოცნობისა და ძიების ფუნქციის ტესტირება დაიწყო

მოკლე ვიდეოების პუბლიკაციისთვის განკუთვნილმა სერვისმა TikTok ფუნქცია „ხმის ძებნის“ ტესტირება დაიწყო, რომელიც მომხმარებელს კომპოზიციის პოვნის საშუალებას მისი წამღერების საშუალებით აძლევს.

გამოცემა Techcrunch-ი, რომლის წარმომადგენლებსაც ახალი ფუნქციის გატესტვის შესაძლებლობა მიეცათ, წერს, რომ ამ ეტაპზე „ხმის ძებნა“ მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. უცნობია როდის შეძლებენ მის გამოყენებას დანარჩენი მომხმარებლები.

ჟურნალისტები TikTok-ის ახალ ფუნქციას YouTube Music-ის სიმღერების ამოცნობის ფუნქციას ადარებენ, სადაც მომხმარებლებს სასურველი კომპოზიციის პოვნა მისი წამღერებით ან წაღიღინებით შეუძლიათ. TikTok-ის შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ „ხმის ძებნის“ გამოყენება არა მხოლოდ სიმღერების მოსაძებნად შეიძლება, არამედ იმ ვიდეოების მოსაძებნად, რომლებშიც ეს კომპოზიციები არის გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ რაც უფრო პოპულარულია სიმღერა, მით უფრო უმარტივდება სისტემას მისი მოძებნა. ამასთან, ფუნქციამ შეძლო TikTok-ში პოპულარული საუნდების ამოცნობაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა