თეგებით ძიება

საია: მოვუწოდებთ „ევოლუშენს", ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშორმლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა

ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა;

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში;

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება;

შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია და სხვა.

„ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა და ანაზღაურების გარეშე მისი შესრულება; ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოუყენებლობა; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად აუნაზღაურებლობა კერძო სექტორში; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დარღვევებით და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შრომით ურთიერთობებში სხვადასხვა საფუძვლით დისკრიმინაცია; პროფესიული კავშირების ნაკლებობა და, არსებობის შემთხვევაში, მათი წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა; ღირსეული მინიმალური ხელფასის არარსებობა; შრომით ურთიერთობებში სოციალური გარანტიების ნაკლებობა; შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების საჭიროება.

ამის გამო, სამწუხაროდ, ხშირად, მშრომელებს საბაზისო შრომითი პირობებისთვის უკიდურესად მძიმე მეთოდებით უწევთ ბრძოლა, სახელმწიფო კი, რიგ შემთხვევებში, ნაცვლად შრომითი უფლებების დაცვისა, თავად გვევლინება დასაქმებულთა უფლებების დამრღვევად.

საია წლებია იცავს ადამიანებს, რომელთა შრომის უფლებაც ირღვევა, მოცემულ შემთხვევაშიც ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ადამიანები ღირსეული შრომითი პირობებისთვის იბრძვიან. სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ „ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა