თეგებით ძიება

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში ჯივიპიმ 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ახლად მოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს ხვალ, 31 ივლისს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 31 ივლისს, დღის 11:00 საათიდან 1 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებელს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა