ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინისთვის სამკურნალო წამალს ეძებენ - Politico
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა წონაში კვლავ მოიმატა, რის გამოც მას ჯანმრთელობის პრობლემები - ჭარბწონიანობა, მაღალი წნევა და დიაბეტი - შეექმნა. მისი ქვეშევრდომები საზღვარგარეთ სამკურნალო წამალს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Politico სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 40 წლის კიმი ალკოჰოლსა და თამბაქოს ეტანება. გულზე პრობლემები მამამისსაც და მის ბაბუასაც ჰქონდათ. კიმ ჩენ ინი, რომლის სიმაღლე 170 სანტიმეტრია, 140 კილოგრამს იწონიდა. 2011 წელს მან დაიკლო, თუმცა შემდეგ წონაში კვლავ მოიმატა.
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა დახურულ შეხვედრაზე კორეელ დეპუტატებს განუცხადა, რომ კიმი შესაძლოა ისევ 140 კილოს იწონის და გულის დაავადებების მქონე ადამიანთა რისკ ჯგუფში შედის.
Politico აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრშია იმიტომ, რომ მას ჯერ საკუთარი მემკვიდრე, რომელიც ბირთვული პოტენციალის მართვას საკუთარ თავზე აიღებს, არ დაუსახელებია.
ერთ-ერთი ვერსიით თანახმად, კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ შესაძლოა მისი 10 ან 11 წლის ქალიშვილი კიმ ჯუ ე განიხილებოდეს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გოგონას ჩრდილოეთ კორეის მმართველის პოსტი მისმა უფროსმა ძმა ან დამ წაართვან.