უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბონდო გაგნიძე პეტროვსკის მიმართულებაზე იბრძოდა, ის მტერთან უშუალო შეტაკებისას ტყვიით დაიჭრა, რასაც მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მებრძოლი 67-ე ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა. ბონდო გაგნიძე 69-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.