თეგებით ძიება
30. 07. 2024 სპორტი

„ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში 4,5 მილიონ ევროს ითხოვს

„ლევანტე“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში 4,5 მილიონ ევროს ითხოვს – ინფორმაციას CeltaNews-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „მუნდო დეპორტივოს“ ინფრომაციით, 25 წლის ნახევარმცველს ლა ლიგისა და სერია A-ს გუნდები – „სელტა“, „ესპანიოლი“, „ლაციო“ და „ტორინო“ იწვევენ. CeltaNews-ის მტკიცებით კი, ქოჩორაშვილით „ვალენსიაც“ დაინტერესდა.

„იტალიური კლუბების გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის შეძენა „სელტას“, „ესპანიოლსა“ და „ვალენსიას“ სურთ. „ლევანტე“ მოთამაშის ტრანსფერში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს ითხოვს“, – ამტკიცებს გამოცემა CeltaNews-ი.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორაშვილმა თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და „ჯვაროსნების“ ერთ-ერთ ლიდერი იყო – მან 26 გადაცემა ჩაჭრა და ამ მაჩვენებლით ჯგუფური ეტაპის რეკორდსმენიც გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა