თეგებით ძიება
30. 07. 2024 მსოფლიო

ინგლისში დანით თავდასხმას, სულ მცირე, ორი ბავშვი ემსხვერპლა

ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით თავდასხმას, სულ მცირე, ორი ბავშვი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას საუთპორტის პოლიციის უფროსი ადასტურებს.

თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

სამართალდამცველების ცნობით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია და ტერორიზმთან კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თავდასხმას ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერიც გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა და სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა