Reuters: ინდოეთში მეწყერს 44 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, კერალას შტატში ჩამოწოლილმა მეწყერმა სულ მცირე 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მეწყრის მიზეზად გადაუღებელი წვიმები სახელდება. სააგენტოს ცნობით, ტრაგედია ჩაის პლანტაციებზე მოხდა. მიწის მასამ მოგლიჯა ხეები და ასევე დაანგრია სახლები.
მსხვერპლის ასეთი დიდი რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, როცა ადამიანებს სახლებში ეძინათ. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წვიმები ამ რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებულები და სტიქიის შედეგებს ებრძვიან.