იანვარ-ივნისში საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი
საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 10.6 პროცენტით მეტი 5 594 ნებართვა, 5 393.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.0 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ დეკლარირებულ მონაცემებშია ნათქვამი.
ნებართვების 74.0 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი 17.4 პროცენტით, 1 720-მდე გაიზარდა. ფართობის მოცულობა კი 19.7 პროცენტით, 1 600.7 ათასი კვ.მ-მდე გაიზარდა.
ამასთან, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხი რეგიონზე, კერძოდ, 37.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.