დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა
დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო - ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, დანიამ ახალი პროგრამების მხარდაჭერა და "4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან" შეაჩერა.
დეპუტატის თქმით, ბიუჯეტი 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი რუსული კანონის მიღებაა.
დღეს მინდა გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ჩემს კითხვაზე დანიის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა, დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან ერთად, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღისწესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის". - თქვა აქუბარდიამ.