პრინცესა ლეიას ბიკინი აუქციონზე $175 ათასად გაიყიდა
პრინცესა ლეიას ოქროს ბიკინი ფილმიდან „ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება“ აუქციონზე 175 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ The Guardian-ი Heritage Auctions-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის განმარტებით, ეს კოსტიუმი მსახიობ კერი ფიშერს იმ სცენებში ეცვა, როდესაც მისი პერსონაჟი ჯაბა ჰატს ჰყავდა დატყვევებული. ბიუსტჰალტერისა და გრძელი კაბისგან შემდგარი კოსტიუმი დიზაინერმა რიჩარდ მილერმა შექმნა. ეს ერთ-ერთი საკულტო კოსტიუმი გახდა კინემატოგრაფში.
აუქციონზე კიდევ რამდენიმე ფილმის რეკვიზიტი გაიყიდა. მათ შორის თორის ჩაქუჩი „ბნელი სამყაროდან“ ($81 ათასი), ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი „აზკაბანის ტყვიდან“ ($52 ათასი) და მაკოლეი კალკინის კოსტიუმი ფილმიდან „მარტო სახლში“ ($47,5 ათასი).