ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა
მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძემ მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დღეს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.
საქართველოს პრემიერმინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.