თეგებით ძიება
30. 07. 2024 მსოფლიო

აიოვას შტატში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

აშშ-ის აიოვას შტატში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, 6 კვირაზე მეტი პერიოდის ორსულობის შემდეგ აბორტის ჩატარება იკრძალება. გამონაკლისად ჩაითვლება გაუპატიურების, ინცესტის, ნაყოფის დარღვევებისა და დედის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების შემთხვევები.

რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მანამდე დაბლოკილი იყო, გასულ თვეში შტატის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა.

ამგვარად, აიოვა აშშ-ის დასავლეთ შტატების, მათ შორის მეზობელ მისურისა და სამხრეთ დაკოტას, მზარდ სიას შეუერთდა, რომლებმაც აბორტზე შეზღუდვები დააწესეს. აიოვას შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, კიმ რეინოლდსი, რომელმაც ხელი მოაწერა კანონპროექტს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "სიცოცხლის გამარჯვება“ უწოდა.

ილინოისის გუბერნატორმა ჯეიბი ფრიცკერმა ექვსკვირიანი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის აკრძალვას "შემაშფოთებელი" უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა