"ქვეწარმავალი მისი საკუთრება იყო....ზუსტად 2 წუთში დაიღუპა" - ახალი დეტალები გველის ნაკბენის შედეგად გარდაცვლილ მამაკაცზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.
როგორც ქობულეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ტურისტი სოფელ ჩაისუბანში ისვენებდა, იგი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც უკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.