თეგებით ძიება

„გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მითუმეტეს ამ მიზეზით გარდაცვალება“ - ჰერპეტოლოგი ტურისტის გარდაცვალებაზე

ჰერპეტოლოგი, შოტა ზანდუკელი ქობულეთში, ტურისტის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პირველადი დათვალიერებით გველის ნაკბენი და ამით გარდაცვალება არ დასტურდება.

„მინდა გამოვხატო მწუხარება ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და  შევეხო იმ ძალით გახმაურებულ ფაქტს,რომელიც არასწორი მიდგომით ააგორა ზოგიერთმა ჟურნალისტმა.:პირველი: გარდაცვლილი ტურისტი იყო,გველების მოყვარული და მოგზაური,რომელიც აკვირდებოდა ბუნებას და იღებდა სურათებს.მეორე:არანაირი გველი არ ყოლია არც ჩამოყვანილი და არც ადგილობრივი.მესამე: გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მითუმეტეს ამ მიზეზით გარდაცვალება.მეოთხე: ვთქვათ გველგესლას ეკბინა,არის ორი ვარიანტი,ერთი როცა მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესები რომელიც ასეთი სუსტი შხამის დროს ვითარდება და ადვილად ინკურნება და მეორე,ანაფილაქსია,რომელიც შეიძლება როგორც გველის ნაკბენის დროს განვითარდეს ,ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის(კრაზანა,ფუტკარი,მორიელი...),რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა გარდაცვალებითაც დასრულდეს.ვინაიდან ეს ადამიანი იყო გათვითცნობიერებული და ყველა რისკს ათვიცნობიერებდა,ასეთი სიტუაციებისთვის მზად იქნებოდა.მოკლედ სინამდვილეში რით გარდაიცვალა ეს ადამიანი დაადგენს ექსპერტიზა.პ.ს. მთის ასპიტი,კავკასიური გიურზა, ამაზონის სამთავა ასპიტი და მსგავსი გველები ჩვენთან არ ბინადრობენ.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა