თეგებით ძიება

„ყოველდღე მეც ომში ვიყავი“ - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა

უკრაინაში ოკუპანტთან ბრძოლის დროს დაღუპული, ბონდო გაგნიძის ცხედრის გადმოსვენებას თანამებრძოლები ამ წუთებშიც ცდილობენ.

47 წლის მებრძოლის მამის ინფორმაციით, გაგნიძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდან წავიდა და ცხელ წერტილებში იბრძოდა.

ყოველთვის იძახდა, "კარგადა ვარ, კარაგდო" - ომში წასული კაცი კარგად როგორ იქნებოდა... განცდით ყოველდღე მეც ომში ვიყავი. ყველა დედას და ყველა მშობელს ვუზიარებ, ვისაც იქ ყავს  დაღუპული შვილები, ვუცხადებ სამძიმარს“- განცხადა მეომრის მამამ დავით გაგნიძემ. 

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძის  ინფორმაციით, ცხედრის გამოყვანას დღესაც შეეცდებიან.

როგორც კი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, სასწრაფოდ დაბურნდა უკრაინაში, ჩვენს გვერდით იდგა. ბოლოს 67-ე ბრიგადაში, მეორე ბატალიონში იბრძოდა.

ლუგანცკის ოლქში, სერებიანსკის ტყეში, მაშინ დაიღუპა, როცა ამ მიმართულებაზე რუსების მასიური შტურმი დაიწყო. სამწუხაროდ,  ცხედარი ჯერ არ არის ბრძოლის ველიდან გამოყვანილი. დღეს იქნება მცდელობა, რომ გამოვიყვანოთ" -განაცხადა  ვანო ნადირაძემ

ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ის  ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების  მასობრივ შტურმს ემსხვერპლა.

გაგნიძე 69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა