პარიზში სამარცხვინო სცენამ შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ქრისტიანულ მსოფლიოს, არამედ, მათ მსგავსად, ჩვენც - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პარიზში სამარცხვინო სცენა შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვისაც, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს გამოეხმაურა.
„პარიზში სამარცხვინო სცენამ შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ მსოფლიოს, არა მხოლოდ ქრისტიანულ მსოფლიოს, არამედ, მათ მსგავსად, ჩვენც“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ერდოღანის თქმით, დაურეკავს რომის პაპს, რათა ქრისტიანული მსოფლიოს წინააღმდეგ ჩადენილი უზნეობა განიხილოს.
მისივე თქმით, „პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე წარმოდგენილმა უზნეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენ წინაშე არსებული საფრთხის მასშტაბი“.