თეგებით ძიება

ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ქართული წარმოშობის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, ლატვიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ინფორმაცია საკუთარ X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ გაავრცელა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ფირცხალავა შემეყვანა ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების (პერსონა ნონ გრატა) სიაში და დამეწესებინა ლატვიის რესპუბლიკაში მისთვის შემოსვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით. გადაწყვეტილება მიღებულია საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად." – წერს ბაიბა ბრაჟე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა