თეგებით ძიება

ჯეიმი ოლივერმა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ კამპანია დაიწყო

ცნობილმა შეფ-მზარეულმა, ჯეიმი ოლივერმა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის შესახებ კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„აქამდე თუ ქართული სამზარეულოს შესახებ არაფერი გსმენიათ, მოემზადეთ, თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული გვაქვს! ​შემოუერთდით ჯეიმი ოლივერს! ის ფხალს და ქართულ ტრადიციულ შოთის პურს აგემოვნებს. ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ და უძველეს ღვინის კულტურას იკვლევს“, – წერია ჯეიმი ოლივერის ფეისბუქგვერდზე, რომლის თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა