თეგებით ძიება

თუ შეეკითხნენ 2008 წლის ომის დროს სად იყვნენ ქალბატონი ალა და მისი მეუღლე - ირაკლი კირცხალია ქართველი მომღერლების ალა პუგაჩოვასთან შეხვედრის შესახებ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ იურმალაში ქართველი მომღერლების ალა პუგაჩოვასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამართლიანია მიდგომა, როდესაც მხოლოდ უკრაინის ომსა და მათ დანაკარგზე კეთდება აქცენტი, 2008 წლის აგვისტოს ომი კი აღარავის აღარ ახსოვს.

„2008 წელს ჯერ თვითონ სად იყვნენ, სად მღეროდნენ, სად ცეკვავდნენ და საიდან იღებდნენ ჰონორარებს. შემდეგ დღეს რომ გადაიღეს ფოტო და ჩაის მიირთმევენ თუ მეგობრულად საუბრობენ ერთმანეთთან, საინტერესოა თუ შეეკითხნენ 2008 წლის ომის დროს სად იყვნენ თვითონ ქალბატონი ალა და მისი მეუღლე, რა პოზიცია ჰქონდათ და რა პოზიცია აქვთ დღეს. თუ ჰქონდათ პოზიცია, სად იყვნენ და რატომ არ დააფიქსირეს?

ჩვენი ომი და ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლი, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღვრილი სისხლი და ჩვენი დაკარგული ტერიტორიები არაფერი არ არის და თურმე უკრაინა ყოფილა ყველაფერი? ეს მინიმუმ არასამართლიანია.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა