თეგებით ძიება
30. 07. 2024 მსოფლიო

უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე - მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა უკრაინა მკაფიოდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას.

„ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი“, – აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს.

„ეს არის იარაღის მიწოდება უკრაინაში. ეს ბევრად მეტი უნდა იყოს, კერძოდ, აუცილებელია, გაუქმდეს ნებისმიერი შეზღუდვა – არაფორმალური, ფორმალური – ომის ინფრასტრუქტურის დარტყმაზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში ნებისმიერ მანძილზე. მეორე არის ეკონომიკური სანქციები. მათ უნდა იმუშაონ ბევრად უფრო ინტენსიურად, ვიდრე დღეს. რუსეთისთვის ომის ფასი უნდა გაიზარდოს. მესამე არის ის, რაც, სამწუხაროდ, ჯერ საერთოდ არ არსებობს, არ გამოიყენება – დიპლომატიური იზოლაცია. რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება, თავმჯდომარეობდეს, მაგალითად, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს, არ შეიძლება, გამოიყენოს გარკვეული პლატფორმები“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა