თეგებით ძიება

საქართველომ დაკარგა ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც პირდაპირ უნდა შეექმნა პორტს - საბა ბუაძე

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერი საბა ბუაძე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მოტივაცია იყო და არის ის, რომ საქართველოსთვის მართლაც საუკუნოვანი მნიშვნელობის პროექტი შეაფერხონ და ამ ყველაფრის მიღმა ცდილობენ, რომ გადაფარონ ის რეალობა, რომელიც არის უცვლელი, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ხელისუფლება, არბიტრაჟი, რეალობაა, რომ საქართველოს დღეს არ აქვს ანაკლიის სახით ღრმაწყლოვანი პორტი, შესაბამისად, საქართველომ დაკარგა ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც პირდაპირ უნდა შეექმნა პორტს და ამავდროულად დაკარგა უდიდესი შესაძლებლობები პორტის მიღმა ეკონომიკური განვითარების...

ჩვენ ანაკლიის პორტს აუცილებლად ავაშენებთ დასავლური ინვესტიციებით და ეს მართლაც იქნება კარიბჭე, რომელიც გაზრდის საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას შავ ზღვაზეც და მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ამავდროულად ანაკლიის უკან ერთ-ერთი მთავარი განვითარების პერსპექტივის მქონე ობიექტი არის ქალაქი, რომელიც უნდა აშენებულიყო,“ - ამბობს საბა ბუაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა