„ვერ გავიგე ამ სიძულვილის ნიაღვარის გაზიარებით რა საქმე გაკეთდა“ - ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„რადიო თავისუფლება რომ წერთ, ბოდიში მოიხადესო ოლიმპიადის ფრანგმა ორგანიზატორებმაო. წავიკითხე ტექსტი და არის ახსნა და ვინმეს თუ გეწყინათ, ვწუხვართო, დაამატეს, ბოდიში ვერსად ვერ ვნახე. და ვფიქრობ, არასწორი სათაურია ეგ. სამაგიეროდ, თუ ვინმემ რამე უჟასი თქვა და გამოგვრჩა, ყველა ერთად შეკრებილი და გამოქვეყნებული ვნახე და ვერ გავიგე ამ სიძულვილის ნიაღვარის გაზიარებით რა საქმე გაკეთდა.
პ.ს. ამ გახსენებაზე “აგენტების კანონს” რატომ ეძახით ხოლმე “რუსული კანონს”? ოფიციალურადაც კი არ ქვია ეგრე.
თუ ვცდები და თუ მეშლება ეს კრიტიკა, მითხარით. მოვისმენ ყველას მოსაზრებას“ - წერს ბაია პატარაია.