„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არ მომხდარიყო გაერთიანებები და დაკარგულიყო ხმები. ეს დაკარგული ხმები წავიდოდა მერე „ოცნებასთან“ - ანა დოლიძე
„ქართულლ ოცნებას“ უნდოდა ხმები დაკარგულიყო. დაკარგული ხმები კი წავიდოდა „ოცნებასთან“ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
„დღეში ოცდაათ ბრიფინგს გვიწყობენ ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით და დაგვცინიან. არ მახსენებდნენ მანამდე საერთოდ. ახლა გამოდიან და რაღაცებს ამბობენ, იმიტომ, რომ არ მოსწონთ, „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს გაერთიანებები, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არ მომხდარიყო გაერთიანებები და დაკარგულიყო ხმები. ეს დაკარგული ხმები წავიდოდა მერე „ოცნებასთან“ და მათ ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, რომ ასე მოიგებდნენ არჩევნებს. 2016 წელს 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა - „ოცნებამ,“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. დანარჩენი, წვრილ-წვრილ პარტიებზე მიცემული ხმები დაიკარგა და წავიდა „ქართულ ოცნებასთან“. ამის გამეორება უნდოდა 2024 წლის არჩევნებზეც. გავერთიანდით იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს მოვახდინოთ ცვლილება - განაცხადა ანა დოლიძემ.