დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური იასპარეზებს
31 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური (-90 კგ) იასპარეზებს. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტიტულის დაცვას შეეცდება.
ძიუდოს ტურნირი პარიზში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.
ამ დროისთვის საქართველოს თამაშებზე ერთი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო.