თეგებით ძიება

ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო! - ლევან ნიკოლეიშვილი დანიის მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე

ამ თითქოსდა სკანდალური სტატიისა და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ასე ეხმიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი "მთავარი არხის“ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დახმარება დანიამაც შეუჩერა და ამას ქვეყნისთვის რუსული კანონის კიდევ ერთ მძიმე შედეგს უწოდებენ.

ნიკოლეიშვილის თქმით, თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო და ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი.

"ამ თითქოსდა სკანდალური სტატიისა და სიუჟეტის უკან დგას კარგად ორკესტრირებული, დეზინფორმაციაში გაწაფული დავალებების შემსრულებელთა ბანდა და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც თითოეული ქართველის ცნობიერებამდე უნდა დავიდეს და ყველამ კარგად გაიაზროს - ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო! ერთობლივი წვრთნები შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ქველმოქმედებისათვის ფულს არავინ ხარჯავს. ახლა უკვე ხელის გულზე დევს, რომ თითოეული ცენტი სწორედ მათი მიზნებისათვის იყო განკუთვნილი და როდესაც ამ მიზნის განხორციელებაში მონაწილეობა არ მივიღეთ, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის განადგურებას გულისხმობდა, დაფინანსება გააჩერეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა