ვინ იყო ისმაელ ჰანიე, რომელიც თეირანში მოკლეს? - BBC
1963 წელს ღაზაში ლტოლვილთა ბანაკში დაბადებული ისმაილ ჰანიე „ჰამასის“ მთავარი წევრი იყო ორგანიზაციის დაარსებიდან, შემდგომ კი მისი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახდა. აღნიშნულის შესახებ BBC „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაელ ჰანიეს შესახებ წერს, რომელიც დღეს დილით თეირანში მართვადი რაკეტით მოკლეს.
ის რამდენჯერმე ისრაელის მიერ იყო დაპატიმრებული.
2003 წელს ის გადაურჩა ისრაელის მიერ მკვლელობის მცდელობას „ჰამასის“ დამფუძნებელთან ერთად.
სამი წლის შემდეგ, ის იყო პალესტინის პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ რაც „ჰამასმა“ არჩევნები მოიგო.
„ფართოდ მიჩნეულია, რომ ჰანიე პრაგმატისტი იყო, როგორც ამბობენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა სხვა მეტოქე პალესტინელ ჯგუფებთან“, - წერს მედიასაშუალება.
1992 წელს „ჰამასის“ სამ ლიდერთან ერთად ისრაელსა და ლიბანს შორის კუნძულზე გადაასახლეს. გადასახლებიდან ერთი წლის შემდეგ ჰანიე ღაზაში დაბრუნდა. 1997 წელს იგი დაინიშნა „ჰამასის“ სულიერი ლიდერის ოფისის ლიდერად, რამაც მისი პოზიციები გააძლიერა.
ჰანიე 2017 წელს „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს.
ის მთავარ როლს თამაშობდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში.
2018 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ისმაელ ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.
ბოლო წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა და ხშირად სტუმრობდა თურქეთს.