თეგებით ძიება

"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია... დაანონსებულია ახალი სტადიონის მშენებლობა" - რა ხდება "დინამო არენას" გარშემო?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ვა­ზი­ან­ში უნდა აშენ­დეს.

მისი თქმით, ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია.

"ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტი გვაქვს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სტა­დი­ო­ნი, არის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, მდგრა­დო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვჭირ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა", - თქვა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღეს კი მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით.

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „დი­ნა­მო არე­ნას“ ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ისი­ნი მო­გაწ­ვდი­ან დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და ეს არის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა. თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით. ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რაც მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის იმიჯ­ზეც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და მივ­ყვე­ბით ამ გეგ­მას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი იყო "დი­ნა­მო არე­ნა“ 26 მარტს რო­გორ ჩა­ტარ­და თა­მა­შე­ბი და ოთხი თვის შემ­დეგ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ერთა ლი­გის თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა წინა თა­მა­შებს, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში ამა­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლოდ რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ყვე­ლა რის­კი იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მა­ნამ­დე 28 ივ­ნისს, პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნი­სას თქვა, რომ თბი­ლი­სის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის იქ­ნე­ბა, სტა­დი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის.

"ეს იქ­ნე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, დავ­სწრე­ბო­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს, სა­დაც სწო­რედ ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე გა­ი­მარ­თა მატ­ჩე­ბი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი, რაც მყარ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც კი გა­მო­უჩ­ნდა კრი­ტი­კო­სე­ბი და კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რი ის არის, რომ ეს კრი­ტი­კო­სე­ბი თავს სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ზე დე­ბენ. მათ შო­რის, ერთ-ერთი სპორ­ტის კო­მენ­ტა­ტო­რი, არ ვიცი მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, გა­მო­დი­ო­და და სცა­და ამ პრო­ექ­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბა. მე არ ვიცი, ამას რა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას, როცა ხარ პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­ბინ­დუ­ლი გაქვს გო­ნე­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც გა­და­დის უკა­ნა პლან­ზე.

ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ეს პრო­ექ­ტი სა­თა­ნა­დო ვა­დებ­ში და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლი კომ­პა­ნია ჩავ­რთოთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

უფრო ადრე, ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თქვა, რომ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნ­დო­და "დი­ნა­მოს“ ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

"რა თქმა უნდა ამას არ და­ვუშ­ვებთ, მაგ­რამ თვი­თონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რი­დან ჩანს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ სა­ხე­ლით ავ­რცე­ლე­ბენ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს. რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც გა­ავ­რცე­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ სა­ხე­ლით და გა­აპ­რო­ტეს­ტეს გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. რო­გორც ფეხ­ბურთში ერ­კვე­ვა, ისე ერ­კვე­ვა რო­გორც ჩანს პო­ლი­ტი­კა­ში „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ მფლო­ბე­ლი. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი იმ პო­ლი­ტი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რო­მელ­მაც მი­იყ­ვა­ნა ჩვე­ნი სპორ­ტი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ­დე და ჩვენ დაგ­ვჭირ­და წლე­ბი მაში, რომ სპორ­ტის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი გა­მოგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა და მივ­სუ­ლი­ყა­ვით იმ უნი­კა­ლურ წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ჩვენ სპორ­ტს აქვს ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში დღეს" - თქვა მა­შინ კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

მის გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" პრე­ზი­დენ­ტი რო­მან ფი­ფია.

"დი­ნა­მო თბი­ლი­სის" მმარ­თვე­ლო­ბის 15 წლის თავ­ზე, 60 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია ( მათ შო­რის 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით გა­დახ­და) და გა­წე­უ­ლი შრო­მა, არ­ცერ­თი წა­მით არ მი­ნა­ნია და ამა­ყი ვარ ყვე­ლა იმ მიღ­წე­ვით, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის თუ პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თად შევ­ძე­ლით.

მე იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არ ფლობ­და შე­სა­ბა­მის ინ­ფო­რამ­ცი­ას, იმ საქ­მე­ებ­თან თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო თბი­ლის­ში" ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და მისი ასე­თი შე­ფა­სე­ბა, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ არა­საკ­მა­ი­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით ავ­ხსნა”, - და­წე­რა ფი­ფი­ამ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სრულად


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა