დატბორილი სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები - წყალდიდობა და მეწყერი ქობულეთში (ვიდეო)
სტიქია აჭარაში - უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლების ეზოები.
რამდენიმე საათით გადაიკეტა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა. მძღოლების თქმით, წყლის დონე გზაზე იმდენად მაღალი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ჩაქვის მონაკვეთზე 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული. მძღოლები ამბობენ, რომ წყალმა ავტომობილებიც დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ხშირად იტბორება, რისი მიზეზიც სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და დაბალი მოცულობის მილებია, რომლებიც დიდი ოდენობით მოსული ნალექის გატარებას ვერ ახერხებს.