Reuters-ის კვლევა: ჰარისსა და ტრამპს შორის სხვაობა 1%-მდე შემცირდა
Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპს 1%-ით უსწრებს.
სამდღიანი გამოკითხვის თანახმად, ჰარისს გამოკითხულთა 43% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს - 42%. კვლევის ცდომილება 3,5% წარმოადგენს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ კვირას გამოქვეყნებულ კვლევაში ჰარისი ტრამპს 2%-ით უსწრებდა. წინა კვირას ჰარისს გამოკითხულთა 44% უჭერდა მხარს, ხოლო ტრამპს - 42%.