თბილისში მეორე დღეა 50 წლის ქალს ეძებენ
თბილისში დაკარგულ ქალს მეორე დღეა ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, 50 წლის ირინა გუშინ 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
"სახლიდან გავიდა 30 ივლისს - თბილისი. გრიბოედოვის ქუჩა.
მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია.
მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას. მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი.
თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ, და სასწრაფოდ გვაცნობეთ", - წერენ სოციალურ ქსელში.
პოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:
577721551 ან 599263443