„ჰამასის“ მოკლულ ლიდერს 2 აგვისტოს დაკრძალავენ - BBC
„ჰამასის“ მოკლულ ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 1 აგვისტოს თეირანში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC „ჰამასის“ წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეირანიდან ჰანიეს ცხედარს კატარის დედაქალაქ დოჰაში გადაასვენებენ, სადაც მან ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.
ტელეარხის ცნობით, მისი დაკრძალვის ცერემონია 2 აგვისტოს დაიწყება. „ჰამასის“ მოკლულ ლიდერს კატარის ქალაქ ლუსაილში დაკრძალავენ.
„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.