თეგებით ძიება

ოცნება პუტინის, ჰეზბოლასა და ჰამასის ამარად ტოვებს საქართველოს - მამუკა ხაზარაძე

"ოცნება" პუტინის, ჰეზბოლასა და ჰამასის ამარად ტოვებს საქართველოს - ასე ეხმაურება ,,ლელოს საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს.

მისი თქმით, "გამოფხიზლების დროა".

  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, საქართველოს გაუჩერდა შეერთებული შტატების დახმარება 95 მილიონი დოლარის ოდენობით. ბიძინა და თავისი "ოცნება" პუტინის, ჰეზბოლასა და ჰამასის ამარა ტოვებს საქართველოს. გამოფხიზლების დროა! 26 ოქტომბერი ამათი პოლიტიკური განაჩენის დღეა.- წერს მამუკა ხაზარაძე

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა