თეგებით ძიება
31. 07. 2024 სპორტი

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია.

ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.

ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურაოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა