თეგებით ძიება

აშშ-მ "საქართველოს ფოსტის" მცირე ზომის საფოსტო გზავნილების მიღება შეაჩერა

აშშ-მ "საქართველოს ფოსტის" მცირე ზომის საფოსტო გზავნილების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც აშშ-ში მცირე ზომის გზავნილები პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გააგზავნეს, უკან დაუბრუნდათ.  „საქართველოს ფოსტა“ "ბათუმელებთან" განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია.

„შეფერხება ჰქონდა ამერიკას, წერილის და მცირე პაკეტის. არც ამ ეტაპზე იგზავნება მცირე გზავნილები. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა არის მიზეზი. ამერიკას აქვს ეს შეზღუდვა გაკეთებული დროებით“, – აცხადებენ ''საქართველოს ფოსტაში''


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა