ატენში ურთიერთდაპირისპირების დროს 40 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა
ატენში ურთიერთდაპირისპირების დროს 40 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, კაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილი ხდება, კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს ატენში მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილიც, თუმცა დეტალები არ იცის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.